ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში კვლავ ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის 15 კერაა.
შეგახსენებთ, შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებული იყო. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენიც.
შილდის ტყეში, ბაწკინტელას ქედზე ხანძარი 2 სექტემბრის შუა დღეს გაჩნდა.