თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მოსახლეობამ კვამლი დილით შენიშნა და შესაბამის სამსახურს შეატყობინა.
როგორც კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა განაცხადა, ცეცხლის ადგილამდე ტექნიკის მისვლა შეუძლებელია.
"ცეცხლის ადგილამდე ტექნიკის მისვლა შეუძლებელია, 5 კმ ფეხით გვაქვს მთაზე სავალი", - განაცხადა ნიკა ყლარტიაულმა.
მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ხანძრის ადგილისკენ უკვე მიემართებიან.