მესტიაში სტიქიაა - სამი მდინარის: კოლხურას, დოლურასა და მესტიაჭალას ადიდების შედეგად, წაღებულია გზები და ხიდები.
როგორც მესტიის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, საფრთხე ემუქრება მაღალი ძაბვის ორ ანძას.
„კოლხურას, დოლურასა და მესტიაჭალას ადიდების შედეგად, ბეჩოს ცენტრში წაღებულია გზები და ხიდები. უშგულის გზაზე კი ღელეები გადმოვიდა.
ამ დროისთვის, ადგილზე გასულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ასევე, ლენჯერში დიდი ღელე ჩამოვიდა, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წმენდა, მდგომარეობა უკეთესია.
საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის და მოსახლეობას პრობლები არ შექმნია “, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.