ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა.
ექიმების განცხადებით, ქალბატონები კლინიკიდან უკვე გაეწერნენ, ბავშვიც მალე დატოვებს საავადმყოფოს.
„112 -ის ბრიგადამ კლინიკაში მოიყვანა 46- 50 წლამდე ასაკის 2 ქალბატონი და 5 თვის ბავშვი. მათ ცეცხლსასროლი იარაღით, სავარაუდოდ თოფით ჰქონდათ მიყენებული ჭრილობები გულმკერდისა და ქვემო კიდურების არეში. ბავშვს აღენიშნებოდა ქვემო კიდურების დაზიანება. სამივე მათგანს გაეწია პირველადი დახმარება. ქალბატონები კლინიკიდან უკვე გაეწერნენ, ბავშვიც მალე დატოვებს საავადმყოფოს“,- განაცხადა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის, ,,მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.