თელავში 30-წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით და უგონო მდგომარეობაში მყოფი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცი საპატიმროდან სამი თვის წინ გათავისუფლდა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.