აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის 5 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული, თუმცა ოფიციალურ უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ კეთდება.
ცნობისთვის, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ვერტმფრენი ჩაერთო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე ცეცხლის ქრობით სამუშაოებში მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი.