დიდველის საბაგიროზე ელექტროენერგიის გათიშვის გამო ჩარჩენილი დამსვენებლები მაშველებმა გამოიყვანეს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დიდველის საბაგიროზე ელექტროენერგიის გათიშვა საბაგიროს მფლობელობაში არსებულ ქსელში მოხდა.
„პირველადი მონაცემებით, მათ ქსელშია პრობლემა და არა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში. გარდა ამისა, მათ აქვთ სარეზერვო კვება“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, საბაგიროს „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ ელექტროენერგია მიეწოდება.