აბასთუმნის ალპურ ზონაში 2 ჰექტრამდე ტერიტორია იწვის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სოფელ სვირში შექმნილი საგანგებო შტაბი დატოვა და აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის ადგილას გაემგზავრა.
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ახალციხიდან ვერტმფრენი უკვე გაიგზავნა.
ცნობისთვის, აბასთუმანში ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ ალპურ ზონაში გაჩნდა.