გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ავტომობილი 15 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მოზარდს გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. მათივე ცნობით, მძღოლის ვინაობა დადგენილია.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.