ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ელექტროენერგიის მრიცხველს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი დროულად შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დროულად მოხერხდა ცეცხლის ლოკალიზება, ცეცხლი საცხოვრებელ სახლზე არ გავრცელებულა.
"ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილზე მივიდნენ მათი კომპანიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც პრობლემა მოაგვარეს, დაზარალებულს კი მრიცხველს ხვალ შეუცვლიან.