ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში გაჩენილი ხანძრის ახალი კერა მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს.
ცნობისთვის, სოფელ დაბაში ხანძრის ახალი კერა ქარმა გააღვივა.
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ცნობით, ამ დროისთვის ხეობაში შს სამინისტროს 300 -მდე თანამშრომელია, იგივე რაოდენობის თანამშრომლები ყავს სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს, ასევე, ადგილზე მუშაობენ ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლები.