ბორჯომის ხეობაში, წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი წყლიდან ამოიყვანეს.
საჰაერო აპარატს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ. დღესვე უნდა დადგინდეს, რა ზარალი მიადგა სახელმწიფოს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.