ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ ავზთან, სადაც წყლის აღების დროს, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა, დილიდან მძიმე ტექნიკა მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, დაგუბებული წყლის ნაწილი გაუშვეს და ვერტმფრენის ამოსატანად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია ის მანქანებიც, რომლებითაც, სავარაუდოდ, ვერტმფრენს თბილისში გადაიტანენ.