გუდაურში, ჯვრის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, თბილისიდან გუდაურისკენ მიმავალი ტრაილერის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.
ავარიის შედეგად მძღოლმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ დროისთვის, ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.
ფოტო: ირაკლი დანელია