ქუთაისში არასრულწლოვან გოგონას ავტომანქანა დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად გოგონა მსუბუქად დაშავდა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.