გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ხანძარი ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები დარჩენილი კერების ლიკვიდაციაზე მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა და 3 ათას კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.
ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელიც.