კახელ გლეხებს საზამთრო ბაღებში ულპებათ. როგორც მათ კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, კახეთიდან თბილისში საზამთროს ტრანპორტირებას ვერ ახერხებენ, რადგან ტვირთის წონა რამდენიმე კილოგრამითაც რომ აღემატებოდეს ნებადართულ რაოდენობას, საპატრულო პოლიცია 150 - 300 ლარით აჯარიმებთ.
„ყვარლიდან თბილისში რომ ჩავიტანოთ საზამთრო სატვირთო მანქანით, მანქანის ქირა 200 ლარი ღირს. მანქანას როცა ვტვირთავთ, ვერ ვწონით. გზაზე საპატრულო პოლიცია დაგვდევს. გაშლიან სასწორს და რამდენიმე კილოგრამიც რომ მეტი იყოს მანქანის ტვირთი, ვიდრე ნებადართულია, 150 - 300 ლარით და კიდევ უფრო მეტი თანხით გვაჯარიმებენ. რომ არ დავტვირთოთ მანქანა ნორმალურად, ვზარალდებით. მოსავლის მოყვანის და გზის ხარჯებსაც ვეღარ ვანაზღაურებთ. გასულ წელსაც იყო ეს პრობლემა, მაგრამ მაშინ კახეთის გუბერნატორი დაგვეხმარა და შეღავათებით ვსარგებლობდით. წელსაც მივაკითხეთ, მაგრამ დახმარებაზე უარი გვითხრეს, ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო", - აღნიშნეს გლეხებმა.
გლეხები დახმარებას საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სთხოვენ. მათივე თქმით, დახმარებისათვის ისინი თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჩასვლას აპირებენ.