კრიმინალური გარჩევა ოკუპირებულ აფხაზეთში კონფლიქტით დასრულდა. ინციდენტი გუშინ გუდაუთაში მოხდა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტები გავლენის სფეროების გასანაწილებლად შეიკრიბნენ. კონფლიქტი აფხაზ კანონიერ ქურდს, რაულ ბარცბას კრასნოდარელ და სტავროპოლელ კრიმინალურ ავტორიტეტებთან მოუხდა. შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ბარცბამ და მისმა მომხრეებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად აზერბაიჯანელი კანონიერი ქურდი რაშიდ ალიევი, ქართველი კანონიერი ქურდი ნიკო დგებუაძე და სტავროპოლელი კრიმინალური ავტორიტეტი რომან დმიტრევი მძიმედ დაიჭრნენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.