საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა კონსტიტუციისდღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებსპრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
გიორგი აბაშიშვილმა ახალგაზრდებს სასახლის ეზოში "კონსტიტუციის დერეფანი "დაათვალიერებინა, რომელზეც საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული,მნიშვნელოვანი მოვლენების ისტორიული, საარქივო მასალები იყო გამოფენილი.
გიორგი აბაშიშვილი ახალგაზრდებს კონსტიტუციის, როგორც საერთო-სახალხო დოკუმენტისმნიშვნელობასა და საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ესაუბრა.