რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საბრძოლო მასალების საწყობებს დასახლებული რაიონებიდან გადაიტანენ. ამის შესახებ დეფაქტო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მერაბ ქიშმარიამ განაცხადა. გადაწყვეტილება სოხუმში 2 აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების გამო მიიღეს. გუდაუთაში მომხდარ აფეთქებას თვის დასაწყისში 2 ტურისტი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა.