ქვემო ქართლში, გაჩიანში მამაკაცის აწამეს და გააუპატიურეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენიმე პირმა შუა ხნის მამაკაცი სოფლის ბოლოში გაიყვანა, ჯერ სცემა და შემდეგ კი გააუპატიურა.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. სისხლის სამართლის საქმე 144 პრიმა მუხლით არის აღძრული. ხუთი პირი გამოძიებამ ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ინციდენტში მონაწილე დანარჩენი 6 ადამიანიც.