ხანძარი იყო დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 20 ჰა-ზე, ნაწვერალს (უკვე აღებული ხორბლის ნარჩენებს) მოეკიდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ადგილზე მობილიზებულია 4 ჯგუფი- 20 მეხანძრე-მაშველი და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.