დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ თვალივთან ახლოს იმ ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი იყო, ცეცხლის პატარა კერები კვლავ გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ნახანძრალი ტერიტორია დაახლოებით, 2 ჰექტარია და სწორედ აქ სავარაუდოდ, ქარის გამო დღეს ცეცხლის პატარა კერები წარმოიშვა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 25 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.