ბორჯომის ტყეში ბენზინის 20 ლიტრიანი ბიდონი იპოვეს, - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს.
მისი ინფორმაციით, ზენზინიანი ბიდონი სხვა ადგილასაც იპოვეს.
"დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე,მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ეხლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.
ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი რა ", - წერს აკა სინჯიკაშვილი.
ამჟამად ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს და ტყეში ბიდონის აღმოჩენის საკითხზე რეაგირებაც ამ გამოძიების ფარგლებში მოხდა.