ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხეზე გადადებულ ელექტროსადენს გაუჩნდა, საიდანაც ხეზე გადავიდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
ასევე, ადგილზე იმყოფება "ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის წარმომადგენლებიც, რომლებიც ხარძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.