სინოპტიკოსები ვარაუდით, ბორჯომის ხეობაში დღეს წვიმაა მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე დაიწევს თუმცა, შენარჩუნდება ქარიანი ამინდი.
„დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შესაძლებელია აღინიშნოს ბორჯომის ხეობაში. გასულ დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა კლებულობს ბორჯომის ხეობაში 27-29 გრადუსის ფარგლებში. დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ეს ძირითადად ეხება მტკვრის ხეობას, თუმცა ბორჯომის ხეობაშიც დროგამოშვებით დაუბერავს დასავლეთის ქარი 5 – 10 მეტრი წამი, რომელიც სინოპტიკურად არ ითვლება ძალიან ძლიერ ქარად,“-განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.