ქობულეთი-გურიის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად 28 მგზავრი დაშავდა. ისინი ქობულეთში სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებული მიკროავტობუსებიდან ერთ-ერთს მგზავრები ბათუმიდან თბილისში, მეორეს კი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გადაჰყავდა.
როგორც ირკვევა, სამ ადამიანის ოპერაცია ესაჭიროება, ისინი ქობულეთის საავადმყოფოში არიან მოთავსებული. სხვა დაშავებულებს კი დაზიანებები ზედაპირულად უმუშავდებათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.