სოხუმში სამართალდამცველის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინციდენტი ე.წ. ტურბაზასთან 20 აგვისტოს მოხდა. ავტოინსპექტორმა ალბერტ ზებელიანმა 1992 წელს დაბადებულ აფხაზ ახალგაზრდას, აინარ ავიძბას ჯარიმა გამოუწერა. მეორე დღეს დაჯარიმებული მძღოლი ავტოინსპექტორს სახლთან მეგობართან ერთად დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ზებელიანს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.