ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში მინდორს ცეცხლი მოედო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე 15–მდე მეხანძრე მუშაობს.
მათი ინფორმაციით, სოფელში მეხანძრეების ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივებიც ეხმარებიან.
„დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი იწვის, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, მალე მოხდება მისი ლიკვიდირება“, - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.