ორი ვერტმფრენი კიდევ მოდის აზერბაიჯანიდან, მაგრამ ეს არ არის სახანძრო ვერტმფრენი, მას მოჰყავს ასევე ცოცხალი ძალა დასახმარებლად 50 კაცის შემადგენლობით, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ღამე სახანძრო ოპერაციები რეკომენდებული არ არის არც ვერტმფრენებით, არც თვითმფრინავით.
"ავიაცია ამ ვითარებასა და ამ მოცემულობაში ძალიან სარისკოა, რომ გამოვიყენოთ", - განაცხადა შს მინისტრმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს ცეცხლის ჩაქრობაში თურქეთი და სომხეთიც ეხმარებიან.
საქართველოს დახმარება რუსეთმაც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.