გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში, დღის მეორე ნახევარში წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოს სვეტლანა ნიორაძის განმარტებით, ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამგზავრული დაკვირვება მიმდინარეობს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმაც. ამასთან, მოსალოდნელია ქარის შესუსტება.
ცნობისთვის, ბორჯომში სტიქიის მასშტაბები გაიზარდა და ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ სტიქიასთან საბრძოლველად დამატებითი ტექნიკის მობილიზება მოხდეს.
შეგახსენებებთ, სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი 20 აგვისტოს დღისით გაჩნდა. ცეცხლი 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიებს ზემოთ არსებულ ფერდობზე იყო გავრცელებული.
საქართველომ ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა.