შირაქში გლეხები მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. მოსახლეობის განცხადებით, ტექნიკა არასაკმარისია. პრეზიდენტის ნაჩუქარი კომბაინებით მოსავლის აღება 1 ჰექტარზე 100 ლარი ღირს. აქედან, 80 ლარი მომსახურების არის, 20 ლარი საწვავის.
"ახალი სერვისცენტრი როცა შექმნეს, დაგვპირდნენ, რომ მოსავლის აღება პრობლემა აღარ იქნებოდა. ზოგიერთი ჩვენგანი რიგში უკვე მეორე კვირაა დგას და კიდევ რამდენი დღე მოგვიწევს, არ ვიცით. მომსახურების ღირებულებაც ძველი ტექნიკის ფასთან შედარებით გაორმაგებულია. მაღალი ფასის გამო იძულებულები ვართ მოსავლის აღებაზე უარი ვთქვათ, იმიტომ, რომ მოსავალი ისედაც არ ვარგა და დანახარჯს ვერ ანაზღაურებს", - აღნიშნეს ფერმერებმა.
წელს ხორბლის საშუალო მოსავლიანობა დედოფლისწყაროში ერთ ჰექტარზე ერთ ტონას შეადგენს. ერთი კილოგრამი ხორბლის ფასი 38 - 40 თეთრია. გასულ წელს ხორბალი 33 თეთრი ღირდა.