სოფელ ნატანებში, ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.
დამწვარია საცხოვრებელი სახლის ნაწილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
ცეცხლი ნარუჯის უბანში მაშინ გაჩნდა, როდესაც ოჯახი შინ არ იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები.
გამგებლის პირველი მოადგილის, არჩილ ყაზაიშვილის განცხადებით, დაზარალებულებს მუნიციპალიტეტის გამგეობა შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ფოტო: საზოგადოებრივი