ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პურის საცხობში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე სამაშველო-სახანძრო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მხულით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება, ან განადგურებას გულისხმობს.