ბაღდათში 83 წლის ქმარმა ცოლი მოკლა.
მეზობლების განცხადებით, ქმარმა ცოლი საკუთარ სახლში, სანადირო თოფით მოკლა. მათივე განცხადებით, მკვლეობას კი წინ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი უძღოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1934 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - 1954 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11პრიმა-108-ე მუხლით)", - ნათქვამია განცხადებაში.