საომარი მოქმედებების დაწყების 25-ე წლისთავი აღნიშნეს ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ცერემონია სოხუმში დიდების მემორიალთან გაიმართა და მას დეფაქტო რესპუბლიკის პირველი პირები ესწრებოდნენ. ომში დაღუპულთა ხსოვნას მათ პატივი წუთიერი დუმილითა და ყვავილებით მიაგეს.