ბათუმში ზღვიდან მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი გამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, იგი ზღვაში გუშინ საღამოს შევიდა და გაუჩინარდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და გულის პრობლემა შეექმნა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.