მესტიაში, ბანგურიანის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია, - ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ხანძარი ბანგურიანის ფერდობზე, (სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო უბნის, მესტიის სატყეოს 13 კვარტალში) გუშინ გაჩნდა.
რის მიზეზადაც მაღალი ტემპერატურა და სავარაუდოდ, მოსახლეობის დაუდევნობა სახელდება.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა.
რთული რელიეფის გამო, ხანძრის ლოკალიზება სასაზღრო პოლიციის ვეტმფრენით გახდა შესაძლებელი.