მესტიაში, ბანგურიანის ფერდობზე, (სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო უბნის, მესტიის სატყეოს 13 კვარტალში) გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული სატყეო სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, დაახლოებით 2 ჰექტარ ტყის მასივში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, რის მიზეზადაც მაღალი ტემპერატურა და სავარაუდოდ, მოსახლეობის დაუდევნობა სახელდება. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა.
რთული რელიეფური და გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება, ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა.