რაჭაში დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც, სამი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ამ წუთებში ლიხეთის თემის გზა ჩაკეტილია, გზაზე კი საცობებია.
ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ამ წუთებში არ მუშაობს. მათი განმარტებით, მთიდან ქვა-ღორღი ცვივა და ტრაქტორი ამ ეტაპზე მიახლოებას ვერ ახერხებს.
თვითმხილველების განცხადებით, ტექნიკას ქუთაისიდან ელოდებიან. ადგილობრივების განცხადებით, ერთი ადამიანი ცუდად გახდა და ჩაკეტილი გზის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.