ფოთში, მალთაყვას სანაპიროზე მაშველებმა ხუთი ადამიანი გადაარჩინეს.
არსებული ინფორმაციით, სამი მცირეწლოვანი ბავშვი და დედ-მამა ზღვაში იყვნენ შესულები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სწორედ ამ დროს ზღვის მოქცევა დაიწყო და დამსვენებლები წყალმა სიღრმისკენ გაიტაცა. მაშველებმა რამდენიმე წუთში ხუთივეს უვნებლად გამოყვანა შეძლეს. მათ ადგილზევე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.