სახალხო დღესასწაულ „ბორჯომობა 2017“-თან დაკავშირებით, 12 აგვისტოს, მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქისა და სოფლების მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უფასო რეისები შემდეგი მიმართულებით განხორციელდება: არდაგანი, ყვიბისი, ლიკანი, ახალი უბანი, კორტანეთი, ცემი, ტიმოთესუბანი.
ავტობუსები მთელი დღის განმავლობაში უცვლელი განრიგით მოემსახურება მგზავრებს.