აფხაზეთში მყოფი რუსი ტურისტი ვასილი სნეგირევი აცხადებს, რომ ის და მისი ვაჟი მძევლად არ აუყვანით. გაგრაში რუსი მძევლების დატყვევების ფაქტს ოკუპირებულ რესპუბლიკაში მოქმედი რუსეთის საელჩოც კატეგორიულად უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი სნეგირევები გაგრაში ავარიაში მოყვნენ და ადგილობრივ მცხოვრებს მანქანა დაუზიანეს. დაზარალებულს ისინი კომპენსაციას გადაუხდიან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავარიის შემდეგ მამა-შვილი მძევლად აიყვანეს და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვდნენ.