ხაშურიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავ ამწეს, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობდა, ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.
"ინფორუსთავის" ცნობით, მანქანის აფეთქება, სავარაუდოდ, თხევადი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ ავტომობილი ჩარხისწყლის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 38 წლის მძღოლი დაშავდა.
დაშავებული „ჯეო-ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, პაციენტს შიდა მოტეხილობები აღენიშნება და მას უახლოეს პერიოდში ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდება.