შიდა ქართლში, სოფელ შავშებთან რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს მიწის ფართობზე ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო. ხანძრის კერასთან ახლოს დასახლებული პუნქტია.
ცეცხლის ლოკალიზებას საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრეების რამდენიმე ჯგუფი ცდილობს.
სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.