წალენჯიხის რაიონში, სატყეო მეურნეობის უბან ოხაჩქუეში 30 წლის რინოს მიქავა ხეს ჭრიდა, მამაკაცმა ხე სიმძიმის გამო ვერ დაიმორჩილა და ხის ქვეშ მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.