"А/H1N1" ვირუსით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გარდაცვლილთა რისხვმა 93-ს მიაღწია. უკრაინის ტელევიზიის "მეხუთე არხის" ინფორმაციით, მონაცემები მზარდი ხასიათისაა და ნებისმიერ დროს შეიძლება გაიზარდოს.
სამშაბათს გარდაცვლილთა რაოდენობა 71 ადამიანი იყო, ოთხშაბათს დილით კი უკვე 81 ადამიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამჟამად გარდაცვლილად უკვე 93 ადამიანი სახელდება.
შეგახსენებს, რომ "А/H1N1" ვირუსის გრიპის ეპიდემია უკრაინის ტერიტორიაზე გასულ კვირას გამოცხადდა.