რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ამ წუთებში ვლადიმერ პუტინი ბიჭვინთაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრას მართავს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს,რის შემდეგაც პუტინი და ხაჯიმბა ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე დაგეგმილია ჯანდაცვის სფეროში შეთანხმების გაფორმება, რაც აფხაზეთში მუმდივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაზღვევას შეეხება.