ახალციხეში, მსუბუქი ავტომობილისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, მამაკაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჭაჭარაქში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 1983 წელს დაბადებული მამაკაცი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლს მხოლოდ ნევროტულობა აღენიშნებოდა, ამდენად სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.