ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ელოდებიან. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის უფროსმა, დაურ არშბამ სააგენტო რია-ნოვოსტის აცნობა, რომ პუტინის და ხაჯიმბას შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება.
არშბას ინფორმაციით, პირისპირ საუბრის შემდეგ, ხაჯიმბას და პუტინის შეხვედრას შეუერთდებიან აფხაზური მთავრობის წევრები, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკურ ბლოკს ხელმძღვანელობენ. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ხელი მოეწერება შეთანხმებას სამედიცინო დაზღვევის შესახებ.